სიახლეები

199 Views
პოლიტიკა

გრიგალაშვილი: საკმარისად უნდა გაირყვნა სისტემის მხრიდან, რათა შემდეგ სისტემამ შენ, კონკრეტულ თანამდებობაზე დაგსვას

გადაცემა ''თავისუფალი ბაზრის'' ერთ-ერთი სტუმარი, 'დღეს, "გირჩის'' პლატფორმის პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი იყო. "გირჩი ტივის" ეთერში მან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თავის შეხედულებებსა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

გრიგალაშვილს სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და მართმსაჯულებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. უნივერსიტეტში სწავლების პერიოდზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ლექციებზე მხოლოდ ''დავარცხნილ ფრაზებს'' ისმენდა, რომლებსაც, როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან უყურებს, ბევრი რამ აშორებს ნამდვილი სასამართლო სისტემისგან.

ბავშვობაში ბადრი გრიგალაშვილს პროკურორობა სურდა, რადგანაც თავის მორალურ ვალდებულებად ადამიანების დახმარებას მიიჩნევდა. მისი აზრით ადამიანებს ქვეყანაში, სამართლიანობის მიღწევის შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან მათ თავიანთი საქმეების მიმართ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე წარმომადგენლები არ ჰყავთ. სურათის ნათლად დანახვის შემდეგ კი პროკურორობაზე, დროებით ხელი ჩაიქნია.

"საკმარისად უნდა გაირყვნა სისტემის მხრიდან, რათა შემდეგ სისტემამ შენ, კონკრეტულ თანამდებობაზე დაგსვას"                                                                                                                               - განახცადა ''გირჩი ტივის'' ეთერში ბადრი გრიგალაშვილმა.

''გირჩამდე'' მე ყოველთვის მთავრობის გულშემატკივარი ვიყავი, რადგან ვთვლიდი, რომ ადამიანებმა გარკვეული მსხვერპლი უნდა გაიღონ, იმისთვის რომ შემდეგ ისინი ხელისუფლებამ დაიცვას

პოლიტიკით გრიგალაშვილის დაინტერესებაც, მართმსაჯულებას უკავშირდება.''გირჩამდე'' ის დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, თავის მსგავსი შეხედულებების მქონე, თანამოაზრეების პოვნას. ამბობს, რომ გირჩმა მისთვის სრულიად ახალი, მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზები დაანახა.

 ''თავისუფალი ბაზრის'' ეთერში, გრიგალაშვილმა ასევე კორონავირუსზე ისაუბრა. მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ეს ვირუსი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, არავინ ვიცით ხვალ რა მოხდება.

''გირჩის'' წევრი ასევე მიკროავტობუსების გადაადგილების აკრძალვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა შემოღებული იყო, მიკროავტობუსებში ადამიანების მჭიდროდ სხდომის გამო. დღეს კი პრევენციის მაგივრად ჩვენ გადავსებული მუნიციპალური ტრანსპორტი მივიღეთ, რაც თავის მხრივ რეალურად რისკებს კიდევ უფრო მეტად ზრდის - განაცხადა გრიგალაშვილმა.

                                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა                                                                                                                                                                                                                       აბზიანიძე

 

კომენტარები