ზურა სიხარულიძე როინ ჩიხრაძეზე: ის დოზა, რომელზეც ჩიხრაძე დაიჭირეს, შეუძლებელია ვინმემ გამოიყენოს მოხმარებისთვის

''გირჩის'' წევრმა, ლევან ჯგერენაიამ 52 წლის როინ ჩიხრაძის საქმეზე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჯგერენაია, მოსარჩელესთან ერთად, საპატიმრო სასჯელის გაუქმებას ითხოვს.

მოსარჩელე როინ ჩიხრაძე სასჯელს მინის ფლაკონის და ერთჯერადი შპრიცების (ე.წ „ინსულინის“) შიდა კედლებიდან ამოფხეკილი ნაროტიკული საშუალებების – მეტამფეტამინისა (0,00104046 გრამი) და ამფეტამინის (0,001035 გრამი) ფლობისთვის იხდის.

სარჩელში ნათქვამია, რომ ეს მიკროდოზა, ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ვერ იქნება მოხმარებისთვის საკმარისი თერაპიული ოდენობა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამფეტამინისა და მეტამფეტამინის, ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა  5 მგ. (0,005 გრამი) შეადგენს .

ამ საკითხზე კომპეტენტური აზრის მოსასმენად, ექიმ-ნარკოლოგ, ზურა სიხარულიძეს დავუკავშირდით.

ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენად არის პირადი მომხმარებისთვის გამოსადეგი ამფეტამინისა და მეტამფეტამინის დოზა - 1 მილიგრამი. ექიმ-ნარკოლოგმა დაგვიდასტურა, რომ მსგავსი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები ერთჯერადი გამოყენებისთვის სრულიად უსარგებლოა.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ 52 წლის როინ ჩიხრაძე სასჯელს უკვე ერთი წელია, სრულიად უსაფუძვლოდ იხდის.

უნდა იჭერდნენ თუ არა ადამიანებს მსგავსი მიკროდოზების გამო?

ჩემი აზრი, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველამ კარგად იცის, რომ მსგავს შემთხვევებზე ადამიანების დაჭერა უსამართლოა 

როინ ჩიხრაძე დღესაც ციხეშია, მას მოსახდელი კიდევ დაახლოებით სამი წელი დარჩა. აღსანიშნავია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - პენიტენციალურ დაწესებულებაში ის ტუბერკულიოზით დაავადდა და მას ყოველდღიურად, დიდი ოდენობის წამლები ესაჭიროება.

                                                                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები