სიახლეები

"ლელო" ოპოზიციასთან მაჟორიტარების კოორდინირებას გეგმავს

პოლიტიკური პარტია "ლელო" ოპოზიციასთან მაჟორიტარების კოორდინირებას აპირებს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ "გირჩი ტივის" ეთერში განაცხადა. გადაცემაში "პოლიტიკური აგორა" ჯაფარიძემ განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს საერთო კანდიდატს, თუმცა, რიგ ოლქებში, პარტიები ერთმანეთს კონკურენტებს არ დაუყენებენ. 

ბადრი ჯაფარიძემ, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ''ლელო'', 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მისი აზრით, ოპოზიციისა და ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს, ქვეყანაში დადებით პროცესებს გამოიწვევს.

ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებით, რომელიც თვლის, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს, საკითხზე, ცივილურ მსოფლიოს, განსხვავებული შეხედულება აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ოპონენტების მიმართ, პროკურატორისა და სასამართლოს დახმარებით დევნა აშკარა იყო

- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ის ასევე თვლის, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ორ პოლუსიანობა უნდა დასრულდეს. 

"ყველა წინასაარჩევნო კამპანია ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის, ერთნაირი ლოზუნგებით მიმდინარეობდა. თითოეული პარტია ერთმანეთის შეცდომებს იხსენებდა და ამომრჩეველს, მათთვის ხმის მიცემას სთავაზობდა ფრაზით: ''ხმა მოგვეცით ჩვენ, რათა ისინი არ მოვიდნენ''. ჩვენი ლოზუნგია, მხარი დაგვიჭირეთ, იმიტომ რომ, ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, ქვეყანა კრიზისიდან როგორ უნდა გამოვიყვანოთ" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები