სიახლეები

142 Views

ირაკლი კუკანია: პანიკის დროს საღი აზრი არ უნდა დავკარგოთ

გირჩის პლატფორმის პოლიტიკოსი, ირაკლი კუკანია, კორონავირუსის გავრცელებასა და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობს. 

როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკური აგორა" განაცხადა, ქვეყნები პანდემიას სხვადასხვანაირად ებრძვიან . მაგალითისთვის საფრანგეთმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ყველა ობიექტი დახურა, ზარალის ანაზღაურება კი თავის თავზე აიღო. ბრიტანეთმა კი იზოლაციაში მხოლოდ რისკ-ჯგუფის ადამიანები მოაქცია. კუკანია ფიქრობს, რომ რომელი ვარიანტი უფრო ეფექტური იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.

ბუნებრივია,ის შიში რაც საზოგადოებაში სუფევს, თუმცა ადამიანებმა პანიკაში საღი აზრი არ უნდა დაკარგონ

ირაკლი კუკანია ამ სიტუაციაში რაციონალურ აზროვნებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამბობს, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს, თუმცა პანიკამ შეიძლება უფრო სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს ვიდრე თავად კორონავირუსმა.

                                                                                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები