სიახლეები

207 Views

გიგა ბედინეიშვილი: კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას რთულ დარტყმას მიაყენებს

"ჩვენს ტელესივრცეში კორონავირუსი დღესაც, ყველაზე განხილვადი თემაა" - ამის შესახებ გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი'' ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა. 

დრო გვიჩვენებს რამდენად სწორი რეაქციები აქვთ ქვეყნებს და მოქალაქეეებს

ბედინეიშვილის აზრით, სასიხარულოა რომ ჩინეთში პირველმა ტალღამ გადაიარა, თუმცა ვირუსის არაპროგნოზირებადობის გამო შესაძლებელია მისი განმეორებაც. თუმცა, მისი აზრით, მეორე ტალღა სავარაუდოდ უფრო მსუბუქი იქნება.

რაც შეეხება იტალიას, მის მდგომარეობას ბედინეიშვილი საკმაოდ რთულს უწოდებს - "ყველაფერს ართულებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში მდგომარეობა პიკზე ჯერ არ ასულა, ამიტომაც რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია"

ეკონომიკის თვალსაზრისით კი, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ რთულ დარტყმას მიიღებს, აცხადებს ბედინეიშვილი. ჩინეთის ინდუსტრიულ წარმოებაში, ორი თვის განმავლობაში 25%-იანი ვარდნაა, თუ ისინი ეხლა სრული დატვირთვით მუშაობას დაიწყებენ, დანაკლისი ერთი მაქსიმუმ 2%-ით შემცირდება. მისივე განმარტებით იგივე შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას %-ის მეათედზე ასასვლელადაც უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასი უმუშევარია.კრიზისის ფონზე კი ეს ციფრები რათქმაუნდა გაიზრდება.

ეპიდემიოლოგების ამოცანა თავდაპირველად ვირუსის შეკავებაა, შემდეგ შენელება საბოლოოდ კი იმუნიტეტის/ანტისხეულის შექმნააეკონომიკის კუთხითაც, ეს კარგი სქემაა კრიზისების მართვისთვის, ''გირჩი ტივის'' ეთერში განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები