სიახლეები

142 Views
Girchi News

კორონავირუსის გამო, ზამთრის კურორტებზე სეზონი ნაადრევად დაიხურა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გუდაურის შემთხვევის შემდეგ, კორონავისურის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სამთო-სათხილამურო კურორტები ოფიციალურად დახურულად გამოაცხადა. ახალი რეგულაციები ასევე ეხება, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, რაც გულისხმობს მოქალაქეების პირდაპირი მომსახურების დროებით შეიზღუდვას.ეს რეგულაციები  არ შეეხება გატანის სერვისს.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში დასასვენებლად  ჩასულ ორ ჩეხ ტურისტს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ერთ-ერთი კაფის ხშირი სტუმრები იყვნენ, რის გამოც გუდაურში მდებარე კაფე-ბარის, ''მთვრალი ალუბლის'' 31 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება, ორი ადამიანი კი მაღალი სიცხის გამო, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას შემდეგ რაც ეს შემთხვევა ცნობილი გახდა, კურორტს ტურისტები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ. გუდაურში სასტუმროებისა და რესტორნების უმეტესობა უკვე დაიკეტა, საბაგიროებმა შეწყვიტეს მუშაობა.

                                                                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები