სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია

გირჩის ლიდერი ფიქრობს, რომ კორონავირუსი მსოფლიოში გარდაუვალ კრიზისს გამოიწვევს, ღარიბ ქვეყნებს კი ამ კრიზისის გადატანა გაუჭირდებათ ან საერთოდ ვერ გადაიტანენ. ზურა ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოც ზემოთხსენებულ ქვეყნებთა ჩამონათვალშია.

ამ საკითხებზე ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა და ხელისუფლებას რჩევაც მისცა:

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მრავალი პრობლემა, მათ შორის - რისკები, რომლებიც დავაკშირებულია ოკუპაციასთან; ის რომ ჩვენი მუშახელი, შრომის ბაზარი არ არის იმ კვალიფიკაციის რა კვალიფიკაციის მოთხოვნაც არის დღეს ბაზარზე, ინფრასტუქტურა არის განუვითარებელი და ბევრი სხვა პრობლემა რომელიც არსებობს - მხოლოდ შეიძლება დაბალანსდეს იმით, რომ, მაგალითად, გადასახადები გვქონდეს ყველაზე დაბალი დედამიწაზე, რამაც შეიძლება მოიზიდოს ინვესტიციები

თუმცა, ჯაფარიძე ფიქრობს, რომ გადასახადების დაწევა "ეკონომიკური ჭაობიდან" ვერ ამოგვიყვანს, რადგან, მისი თქმით, პრობლემები ფუნდამენტურია და მმართველ ძალაში ღრმადაა გამჯდარი:

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და ჩამოშლილი ეკონომიკით შევდივართ კრიზისში

შეგახსენებთ რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.  

ავტორი: გიორგი ექიზაშვილი

კომენტარები