სიახლეები

მირიან ბეჟიტაშვილი ოპოზიციას თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

დღეისათვის, გირჩის აღმასრულებელ დირექტორს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსამართლეების მიმართ "ბრმა ნდობა" მიაჩნია. ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლო რეფორმის თაობაზე გაფორმებული მემორანდუმი მნიშნელოვანია.

დღეს ჩვენ მოსამართლეებს არ ვიცნობთ, ანუ არ ვიცნობთ ადამიანებს რომელთაც აქვთ ლეგიტიმაცია გაგვიშვან ციხეში, ამიტომაც ვთვლი რომ არჩევითობის საჯარო პრინციპი, უმთავრესი ასპექტია ამ შეთანხმებაში

როგორც "გირჩი ტივის" ეთერში ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმების ის პუნქტიც, რომელიც სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტებას გულისხმობს. რადგან მისი თქმით, უცხოელ მოსამართლეებს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება აქვთ და ამის გაზიარებასაც მნიშვნელოვანი შედეგი ექნება.

გირჩის CEO ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 

აშკარა დადებით შედეგთა გამო ვალდებულნი ვართ, რომ ამიერიდან მეტი ინტენსივობით ვეცადოთ და ვიპოვოთ "გადაკვეთის წერტილები", მოვიძიოთ საერტო ინტერესები და არ შევწყვიტოთ პროგრესირება საერთო მიზნისაკენ.

 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის საერთო ხედვაზე მემორანდუმი დღეს გააფორმა.
 

ავტორი: გიორგი ექიზაშვილი

კომენტარები