სიახლეები

ჩუგოშვილი: დათმობების გარეშე, ოპოზიცია სასამართლო რეფორმაზე ვერ შეთანხმდებოდა

სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ მემორანდუმი საინტერესოა დისკუსიის დასაწყებად

ამის შესახებ ''გირჩი ტივის'' ეთერში, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე პარტიების შეთანხმება, მნიშვნელოვანია და ის ოპოზიციას, სამომავლოდ, სხვა საჭირო რეფორმებზე მსჯელობისთვის დაეხმარება. 

თუმცა ჩუგოშვილი მოსამართლეების არჩევითობის ნაწილს არ ეთანხმება. მისი აზრით, ამ გზით გავლენიან და მდიდარ ადამიანებს, თავიანთი ან მათთან დაახლოებული პირების კანდიდატურის წამოყენება შეეძლებათ.

არჩევას კარგი პოლიტიკური უნარები სჭირდება,  მოსამართლე კი კარგი იურისტი და თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს, ასეთ ადამიანს კი შეიძლება გაუჭირდეს კამპანიის წარმართვა

- განაცხადა ჩუგოშვილმა. 

შეგახსენებთ რომ, სასამართლო რეფორმის შესახებ პოლიტიკური პარტიათა ხუთპუნქტიან შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.

კომენტარები