სიახლეები

ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, რომ ბევრი პარტია სხვადასხვა მეთოდით შეთანხმდა იმაზე, როგორ გვინდა სასამართლოს დავუბრუნოთ ნდობა

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბევრი პარტია სხვადასხვა მეთოდით შეთანხმდა იმაზე, თუ როგორ გვინდა სასამართლოს დავუბრუნოთ ნდობა, - ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა. 

ჯაფარიძის თქმით, საქართველოს განვითარების გზა, კონსენსუსით სიარულის გზაა.

„ეს შეთანხმება არის გულწრფელად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეხება თემას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს შეთანხმება არის ოპოზიციას შორის მიღწეული. აქ არ არის არც ერთი პარტია, რომელიც ერთ საკითხს მაინც სხვანაირად ჩაწერდა. ეს არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში თუ ჩვენ გვინდა, რომ წინ ვიაროთ, ამ ქვეყნის განვითარების გზა, განსაკუთრებით პროპორციული არჩევნების შემდეგ, არის კონსენსუსით სიარულის გზა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა პარტიას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მსჯელობენ, 
რა იქნება 2020 წლის არჩევნებისა და "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ისინი გამარჯვების შემდეგ აპირებენ, საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლაა. სასამართლო რეფორმა შესახებ მემორანდუმი პირველია, რაზეც ამ ფორმატში შეთანხმდა. 

კომენტარები