სიახლეები

როკო მწყერაშვილი: "შმაქსის" საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება

თითქმის ყოველდღე მირეკავენ შმაქსისტები კითხვებით - "რა ვქნათ" და "როდის შევძლებთ ჩვენი  საქმიანობის გაგრძელებას"

ამის შესახებ ''პოლიტიკური აგორის'' ეთერში ''გირჩის ''წევრმა როკო მწყერაშვილმა განაცხადა. ის თბილისის მერის, კახი კალაძის იმ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შმაქსისტები გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

უკვე მესამე თვეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარვუდგინეთ ათი ნიშანი, აქედან სამინისტროს უნდა ეთქვა, რომელი ნიშანი აცდებოდა კალაძის დადგენილებას

მისივე თქმით, ორთვიანი ლოდინის შემდეგ, ''გირჩის'' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამინისტროში განმარტების მოსასმენად მივიდა. სადაც მას უპასუხეს, რომ წერილში გამოყენებული ნიშანი (კალაძის მიერ გამოყენებული შუა თითი) უხამსი იყო. იმ შემთხვევაში კი თუ ''გირჩი'' ახალ დებულებას შეადგენდა, სამინისტროში მას ხელახლა განიხილავდნენ.

''გირჩი ტივის'' ეთერში, როკო მწყერიშვილმა თქვა ისიც, რომ ერთი შემთხვევის გარდა არცერთ სხვა შმაქსისტს ჯარიმა არ გაუუქმდა, რის გამოც, ''გირჩი'' აუცილებლად შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში.

                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები