სიახლეები

ტორესა მოსი: მოსამართლე ზეწოლას არ უნდა ექვემდებარებოდეს

სასამართლო ძალიან სენსიტიური სივრცეა, სადაც ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება. ვიღაცისთვის პენიტენციალურ სისტემაში გატარებული 8 წელი, სიკვდილის ტოლია. სისტემა როგორიც არ უნდა იყოს, მას ადამიანები ქმნიან

- ამის შესახებ ''გირჩი ტივი"-ს ეთერში სამოქალაქო აქტივისტმა, ტორესა მოსიმ ისაუბრა. მან სასამართლო რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, თუმცა განაცხადა ისიც, რომ მონობა სისტემური ცვლილებებით არ იკურნება. მისივე თქმით, ამის კარგი მაგალითია მარიხუანას მუხლი, რომელიც იშვიათად არაძალადობრივია.

"მოსამართლეებს ჰქონდათ შანსი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ. ნაცვლად ამისა, ისინი  სიცოცხლის უფლებასთან შეუთავსებელ გადაწყვეტილებებს ფორმალური სამართლებრივი საფუძვლით იღებდნენ. მსგავსი გადაწყვეტილებების ფონზე, შეუძლებელია სისტემა ისე მოაწყო, რომ ეს ადამიანები შეიცვალონ. ეს ხალხი სასამართლოდან  დაუყონებლივ მოსაშორებელია. არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს, თუ ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ეს არსებითად საბჭოთა სისტემაა. შეუძლებელია საბჭოთა მოსამართლიდან,ნამდვილი მოსამართლე გამოიყვანო".

ტორესა მოსის აზრით, მოსამართლეში მთავარია სამართლიანობის განცდა და ის ზეწოლას არ ექვემდებარებოდეს.

"ყველას უნდა ესმოდეს, როგორც კი ვინმე სისტემაში გადახვევას გააკეთებს, ფორმალური კანონით თავს ვერავინ გაიმართლებს. სწორედ ეს იქნება გარანტია, რომ რეჟიმი იმუშავებს. სასამართლო რეფორმას აზრი იმ შემთხვევაში ექნება თუ, ჩვენ სრულიად ახალ ადამიანებს შემოვუშვებთ ახალ სისტემაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ისინი უკვე ამ სისტემაში პროფესიონალ მოსამართლეებად ჩამოყალიბდებიან, განაცხადა მოსიმ ''პოლიტიკურ აგორაში''.

                                                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები