სიახლეები

57 Views
პოლიტიკა

ვაშაძე: ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება ისტორიული შემთხვევაა

ეს შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შემთხვევაა, რომელშიც დასავლელმა მეგობრებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს

- ეს განცხადება ''ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ''გირჩი ტივის'' ეთერში გააკეთა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებზე ძალიან მძიმე აურა სუფევდა და არავინ ელოდა, რომ შეთანხმება შედგებოდა.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ყველა პირობა შესრულდეს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია პოლიტპატიმრების დროულად გათავისუფლებაც, რაზეც დღეს ამერიკელმა სენატორებმაც ისაუბრეს

გადაცემაში ''თავისუფალი ბაზარი'',  გიორგი ვაშაძემ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებულ იმ მემორანდუმზეც ისაუბრა, რომელსაც ხელი 13 მარტს უნდა მოეწეროს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ სამომავლო გეგმებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყო. 

თინეიჯერული პერიოდიდან ქვეყანა ზრდასრულ ასაკში გადადის, სასამართლო რეფორმის შემდეგ აუცილებელია განათლების სისტემის ცვლილებაზე ვიმსჯელოთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ცოდნაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

- განაცხადა ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე მემორანდუმს ხელს 13 მარტს მოაწერენ. 

 

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები