სიახლეები

ელისაშვილი: ივანიშვილის სიტყვას ნიახურის ფასი აქვს, მაგრამ ხალხის გადაგდებას ვეღარ გაბედავს

ეს შეთანხმება საერთო პოლიტიკური საქმისთვის ძალიან სასარგებლოა

ასე გამოეხმაურა "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების იმ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება და პოლიტპატიმრებიც გათავისუფლდებიან. 

როგორც ელისაშვილმა "გირჩი ტივი"-ს ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი" განაცხადა, ეს შეთანხმება უმნიშვნელოვანესია, რადგან პარლამენტში თავისი სიტყვის გამხმოვანებელი, თითოეულ ადამიანს ეყოლება.

იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის სიტყვას ნიახურის ფასი აქვს, ამჯერად ის საზოგადოების გადაგდებას ვეღარ გაბედავს

ქვეყნის მთავარ პრობლემად კი ელისაშვილი სიღარიბეს მიიჩნევს.

ნიჭიერ ადამიანებს რაც უნდა ჰქონდეთ, ფარცხალაძისნაირ ტიპებს მიაქვთ და ჩვენ მათ პასუხს ვერ ვთხოვთ. მე ვერ ვიქნები გულგრილი იმაზე, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. არავის არ სურს სიღარიბეში ცხოვრება, სწორედ ამიტომ მიდიან ადამიანები ემიგრაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც ჩვენს მოქალაქეებს გაქცევის სურვილი არ ექნებათ. 

 

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები