სიახლეები

გიგა ბოკერია მარიხუანას სრული ლეგალიზაციის მომხრეა

მარიხუანას სრული ლეგალიზაციის მომხრე ვარ, რაც ჯერ არ მომხდარა საქართველოში. რადგანაც სადაც არ არის ღია თამაშის წესები, იქ, ფარული თამაში წესებს კრიმინალი აკონტროლებს

ამის შესახებ "გირჩი ტივის" ეთერში, "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც კანაფი მხოლოდ დეკრიმინალიზებული იყო და არა ლეგალიზებული, შავი ბაზარი ძალადობას იწვევდა.

რაც შეეხება კითხვას, თუ მომხრე ვარ ლეგალიზაციის, რატომ არ მომწონს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება? მე შემდგომი შედეგები მაშინებს, საშიშია უმრავლესობის სასამართლოთი ჩანაცვლება. რადგანაც თუ ამ სასამრთლოს დღეს ეს შეუძლია, ხვალ ვიღაც იტყვის რომ მისი ბუნებითი უფლებაა მაგალითად, ბალიზე დაისვენოს. თქვენ ჩემს ხარჯზე თავისუფლება გინდათ და მე არას გეუბნებით

ბოკერიას თქმით, აუცილებელია თავისუფლების ყველა პრინციპი დავიცვათ, რადგან ადამიანები სხვადასხვა კუნძულებზე არ ცხოვრობენ და თუ ზღვარი აღარ იარსებებს, ამით სწორედ თავისუფლება დაზიანდება.

კომენტარები