სიახლეები

არა კაცზე და ქალზე ძალადობას!

სკოლებში უნიფორმების შემოღების მიზეზი ბავშვებში განსხავებული ჩაცმულობის გამო ბულინგისგან(ჩაგვრისგან) თავის არიდება იყო. გარკვეულწილად, ამგვარმა ნაბიჯმა მიაღწია მიზანს და მსგავსი ტიპის სკოლებში ღარიბულად ჩაცმისთვის არავინ არავის დასცინოდა.

თუმცა, ამან ვერ გამორიცხა ჩაგვრის ფაქტები, რადგან გარდა ჩაცმულობისა, ადამიანები უამრავი ნიშნით განვსხვავდებით ერთმანეთისგან და თუ განსხვავებული ჩაცმულობის პრობლემა გადაიჭრა უნიფორმებით, ვერ გადაიჭრა განსხვავებული ცხვირის, გენდერული იდენტობის ან კანის ფერის პრობლემები ცხვირების გაუნივერსალურების, გენდერული იდენტობის შეცვლის ან კანის ფერის შეცვლის შეუძლებლობის გამო.

ამ მაგალითით, შეგვიძლია იმ დასკვნის გამოტანა, რომ სწორია არა სიმპტომებთან – ჩაცმულობის გამო ბულინგთან, არამედ– დაავადებასთან, ბულინგის მოტვაციასთან ბრძოლა. ალბათ სიგიჟედ ჩავთვლიდით, რომ სკოლის ადამინისტრაციას ნაცვლად თითოული ბულერის თანაბრად დასჯისა გამოეყო მსხხვერპლების ჯგუფი – ქონებრივი მდგომარეობის ან კანის ფერის ნიშნით დაბულინგებულები და სხვადასხვა ნიშნის გამო ბულინგი სხვადასხვა სიმძიმით დაესაჯა. მინიმუმ უმეცრება და მაქსიმუმ ბოროტებაა იმის სამართლიანად განსაზღვრის მცდელობა, თუ რომელი ნიშნით ძალადობაა უფრო დრამატული და რომელი იმსახურებს უფრო მკაცრად დასჯას.

აღნიშნული ბულინგის მაგალითი შეგვიძლია გადავიტანოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე, სადაც აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი მოძალადეა ჩვენ გარშემო. ისინი ძალდობენ ადამიანებზე განსხვავებულობის გამო. ჩემი აზრით, ზოგადად. განსხავებულობის მიუღებლობაა პრობლემის სათავე და არა კონკრეტული ნიშნის გამო ძალადობა ან ბულინგი. ამგვარი დამოკიდებულება კი განპირობებულია საზოგადოების ეკონომიკური, კულტურული და განათლების დონის განვითარების დეფიციტით. ამის თვალსაჩინო მაგალითია, პოლიციის მიერ გადაკეტილი კინოთეატრი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი ტელევიზორში ისეთ რამეს უყურებს, რომელიც მეორე ნაწილს არ მოსწონს. პარადოქსია, მაგრამ ერი, რომელსაც ვაჟა–ფშაველა ჰყავს, რომელმაც „სტუმარ–მასპინძელი“ დაგვიტოვა დღემდე ვერ იაზრებს ტოლერანტობის მნიშვნელობას და ყველა ირანელი შაჰ–აბასი ჰგონია. ამ ფონზე კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ უამრავი ადამიანის წარმოდგენაში განსხვავება ადამიანურ ნაკლოვანებად ითვლება, ესაა მოძალადის ბუნება და არა ზოგადად კაცების, როგორც ეს მოქმედ ფემინისტებს წარმოუდგენიათ. ძალადობაზე პასუხი კი როგორც სკოლის შემთხვევაში იქნებოდა ბულერების თანაბრად დასჯა, მოძალადეების შემთხვევაშიც  არ უნდა იყოს გამორჩეული მსხვერპლთა ჯგუფები, რომელთა მიმართ ძალადობა განსხვავებული სიმკაცრით დაისჯება. ეს ხომ სკოლის შემთხვევაში სიგიჟედ მოგვეჩვენა?!

სინამდვილეში, შინაარსობრივად კაცის მიერ ქალზე ძალადობა არაფრით არ განსხვავდება კაცის მიერ გეიზე ან სვირინგიანზე ძალადობისგან, მაგრამ რატომღაც ჩვენ არ ვითხოვთ გეიციდის სისხლის სამართლის კოდექსში ჩაწერას, განსხვავებით ფემიციდისა(კაცის მიერ ქალის მკვლელობა), რომლის ცალკე დანაშაულად გამოტანასაც ფემინისტები ითხოვენ. მას აქვს თავისი არგუმენტი – „ქალზე ძალადობა გაცილებით ხშირია“. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. კერძოდ, საზოგადოების თითქმის 50% ქალია, ხოლო დაახლოებით 8% – გეი. შესაბამისად, შანსი, რომ ქალებზე იძალადებენ 6-ჯერ მეტია, ვიდრე გეიზე. და რატომ არიან ძირითადად მოძალადე კაცები და უნდა "გაწყდეს თუ არა მათი სინსილა?" მე მგონია, რომ - არა. ფაქტია, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც ფიზიკურად ძალადობს, კაცია, თუმცა ეს მიანიშნებს არა იმაზე, რომ ქალებს არ აქვთ კაცების ან გეების ცემის სურვილი, არამედ იმაზე, რომ რადგანაც საშუალო სტატისტიკური კაცის ფიზიკური ძალა ქალის ძალას აღემატება, იმის შანსი, რომ კაცი ქალს „მოერევა“ შედარებით მაღალია. 

შესაბსამისად, თუ ჩვენ გვინდა ძალადობის პრევენცია, ამისთვის საჭიროა დავინახოთ პრობლემა რაციონალურად, ემოციების გარეშე. მაშინ, როცა ქალების დაცვა გვინდა, უნდა ვეომოთ არა კაცებს, არამედ განსხვავებულის მიმართ აგრესიას, რომელიც ორივე სქესშია დაგროვილი და სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ნიშნით განსხვავებების მიმართ გამოვლინდება.

ავტორი: ბადრი გრიგალაშვილი

კომენტარები