სიახლეები

632 Views
პოლიტიკა

ტრამპი: "დაიბანეთ ხელები, არ არის საჭირო, რომ ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ"

ალბათ, როგორც გსმენიათ, მე ამას ძალიან ხშირად ვაკეთებ - დაიბანეთ ხელები, შეინარჩუნეთ სისუფთავე, არ არის საჭირო, რომ ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ, თუ საჭირო არ არის. მიუდექით ისე, როგორც გრიპს. როდესაც ვიღაც აცემინებს, ყველანაირად ვცდილობ, თავი ავარიდო. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება, რათა კორონავირუსს გაუმკლავდეს, ასე პასუხობს. აშშ-ში ვირუსის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა.

კომენტარები