სიახლეები

217 Views

თამარ ჩუგოშვილი: ქვეყნის რეპუტაცია ჩამოვშალეთ

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ჩავარდნას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ასოცირების შეთანმხმებას საფრთხეს არ უქმნის. თუმცა, მისი თქმით, ეს იმ "მძიმე განწყობებს" აჩენს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით დასავლურ სტრუქტურებში არსებობს.

იმდენად ვამწვავებთ ჩვენ მათთან ურთიერთობას და იმდენად გავიფუჭეთ წლების ნაშენები, წლების წვალებით, არ ვიცი... უდიდესი ძალისხმევით და ენერგიით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია ისე ჩამოვშალეთ, რომ ახლა უკვე გასაკვირი და გამორიცხული, სამწუხაროდ, არაფერი არ არის

- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

რეზოლუციის შესწორებები მოამზადეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ და, ასევე, ევროპარლამენტარების ნაწილმა. ქართულმა ოცნებამ სწორედ ოპოზიციის შესწორებებს არ დაუჭირა მხარი.

 

კომენტარები