54 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ოპოზიციამ ადამიანებს უნდა დაანახოს მომავალი ივანიშვილის გარეშე

ჩემი აზრით ქართული ოპოზიცია სათქმელს არ ამბობს ბოლომდე, რაც არასერიოზულია. "საქართველო ივანიშვილის გარეშე და ჩვენ ჩავატარებთ პროპორციულ არჩევნებს" არის ძალიან ბუნდოვანი. უნდა დავანახოთ ადამიანებს, როგორი იქნება მომავალი ივანიშვილის გარეშე

- განაცხადა იაგო ხვიჩიამ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში"

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა წაახალისა ადამიანური ბუნების ყველაზე ცუდი მხარე და მის ხელში "ქართული ოცნება" ცუდი სტიმულებით მოქმედებს (მუქარა, დაჭერები ტყუილი, სიტყვის ფასის არქონა, ამერიკელებთან ჩასვლა თითქოს რამეს ვარკვევთ და შემდეგ მათი გადაყრა, ქართველი ხალხის გადაყრა). მაგრამ მისი აზრით აუცილებელია დავინახოთ ოპოზიციის პრობლემაც.

როგორც "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ოპოზიცია სუსტია და მას არ გააჩნია ნდობა იმიტომ, რომ საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკური წესრიგი ფაქტობრივად მკვდარი იყო, ოპოზიცია ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს არის გადაჩვეული და ასევე პრობლემაა ისიც, რომ მთელი ქართული პოლიტიკა ბიუჯეტის ფულზეა და ხვიჩიას თქმით, მანამ სანამ ოპოზიცია იქნება სუსტი, ივანიშვილს ვერაფერი შეუშლის ხელს არჩევნების მოგებაში.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი 



კომენტარები