უცხოური ინვესტიციების განახევრება სიგნალია, რომ ქვეყანა იზოლაციისკენ მიგყავს - ვახო მეგრელიშვილი

ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი" "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი თქმით პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მიერ აბსოლუტურად გამიზნულად განხორციელდა. ვახო მეგრელიშვილის თქმით, მაშინ როცა ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლების პრობლემაა და ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, ლოგიკური იყო ის, რაც მოხდა ანაკლიის მასშტაბის პროექტთან დაკავშირებით.

"ქვეყანაში, როცაა პოლიტიკური თავისუფლების პრობლემაა, პოლიტიკური დევნა ხორციელება, იქ ეკონომიკურ აღმავლობაზე ოცნება ერთ რაღაც პროექტზე თუა დაფუძნებული, ძალიან სარისკო ამბავია და ლოგიკური იყო ის, რაც მოხდა.. ანაკლიის პროექტს ჭირდება დიდი ენთუზიაზმი, გახსნილობა, რომ ქვეყანა აკეთებს ასეთ პროექტს, ის ხომ მაქსიმალურად უნდა ამარტივებდეს ბიზნეს გარემოს, ეს ხომ ფაქტობრივად დამაკავშირებელი იქნებოდა საზოგადოებების, ახალი ურთიერთობის გაბმის შესაძლებლობა და მაშინ როცა ქვეყანაში ნახევრდება უცხოური ინვესტიციები, ეს სიგნალია, რომ შენ არ ურთიერთობ სხვებთან, არ გინდა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა. როდესაც ასე იქცევი, როგორც ივანიშვილი იქცევა, ნიშნავს, რომ უარს ამბობ ნორმალურ საზოგადოებასთნ ურთიერთობაზე და გრჩება ან იზოლაცია ან რუსეთის მსგავსი სახელმწიფო."

-  აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა "თავისუფალ ბაზარში". "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით ივანიშვილის ასეთი ქცევა გვაფიქრებინებს, რომ ან უბრალოდ იდიოტია, ან ჩვენი მტრისთვის სასარგებლო იდიოტი. ამ გარჩევას კი შინაარსი არ აქვს, რადგან ორივე შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგი ერთი და იგივეა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები