"გირჩის" ამომრჩევლები ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნით ლიდერობენ - CRRC-ს კვლევა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) გამოკითხვის მიხედვით, ''გირჩისადმი'' სიმპატიით განწყობილთა 78% ინგლისურ ენას საშუალოდ ან კარგად ფლობს. მეორე ადგილზე ვაშაძის ''ახალი საქართველოს'' მომხრეები არიან 31%-ით.

''გირჩი'' — 78%;
''ახალი საქართველო'' — 31%;
''ქართული ოცნება'' — 22%;
''ნაციონალური მოძრაობა'' — 21%;
''ევროპული საქართველო'' — 21%;
''ლეიბორისტული პარტია'' — 18%;
ბურჯანაძის ''დემოკრატიული მოძრაობა'' — 12%;
''პატრიოტთა ალიანსი'' — 8%; 

'თავისუფალი საქართველო'' — 4%.

კვლევის მიხედვით, "გირჩის" მხარდამჭერები კომპიუტერის ცოდნის დონითაც ლიდერობენ, კვლევაში მონაწილე "გირჩის" ამომრჩეველთა 91 % საშუალოდ ან კარგად ფლობს კომპიუტერს. ხოლო 96 % ყოველდღე სარგებლობს ინტერნეტით.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

წყარო: Caucasusbarometer.org



კომენტარები