145 Views
პოლიტიკა

ლაშა ჩხარტიშვილი: ივანიშვილი ვერც სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალებით შემაშინებს

დღეს პოლიციამ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრების: ლაშა ჩხარტიშვილის, ირაკლი კაკაბაძისა და კახა კუკავას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სიცოცხლის მოსპობის მუქარის ცრუ ბრალდების საფუძველზე დაიწყო.

პოლიციამ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა ვინმე მევახშე დარეჯან დვალის ადვოკატის, გიორგი სუხიაშვილის ცრუ და შეკვეთილი საჩივარი, რომელის თანახმადაც, თითქოს, მის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა მკვლელობის მუქარას მეცნიერებათა დოქტორისა და ხელოვნებათმცოდნე მარინა ხატიაშვილის გამოსახლების დროს. ბუნებრივია, აღნიშნული წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს. რეალურად, საქმე გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის უტიფარ პოლიტიკურ დაკვეთასთან ჩემს წინააღმდეგ. მხოლოდ გასული 1 თვის განმავლობაში, უკვე ორჯერ დამაკავეს პოლიტიკური ნიშნით, მოვიხადე ადმინისტრაციული პატიმრობა და დამეკისრა რეკორდული ჯარიმა – 3000 ლარი.

- აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

მისი თქმით მათ პროტესტი სიტყვიერად გამოვხატეს და არანაირ მუქარას არ ჰქონია ადგილი და ის აუცილებლად ეცდება მისი სიმართლე დაამტკიცოს.

როგორც თავად აღნიშნავს სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ხელისუფლებას სურს გადაფაროს ”ამაზრზენი ფაქტი”, რომელიც დღეს მოხდა. ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი და ორი ხელისუფლებისაგან პოლიტიკური ნიშნით დევნილი, ძველი თბილისის დაცვის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული მარინა ხატიაშვილი სახლიდან გამოასახლეს.

ჩხარტიშვილის თქმით ისინი სრულიად ელემენტარულ მოთხოვნას აყენებდნენ – ადამიანი, რომელსაც დანაშაულებრივი კანონმდებლობის გამოყენებით 40 000 ლარად გაუყიდეს ვაკეში სამოთახიანი ბინა, სადაც შვილთან და ავადმყოფ ნათესავთან ერთად ცხოვრობს, დაუყონებლივ მაინც არ გამოესახლებინათ და რამდენიმე თვით გადაევადებინათ ეს პროცესი. ამის პასუხად კი, ხელისუფლებასთან დაახლოებული მევახშე, ვინმე დარეჯან დვალის ადვოკატი გიორგი სუხიაშვილისაგან მიიღეს „პოლიციის ძალით“ დაუყონებლივ გამოსახლებისა და დაკავების მუქარა. რამაც მათი კანონიერ ფორმებში განხორციელებული პროტესტი გამოწვია.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრს ეჭვი აქვს, რომ ადვოკატს სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაავალეს, მათთვის მუქარის დაბრალება, რათა მათ წინააღმდეგ საქმე აღეძრათ.

ასე უნდათ გამაჩერონ, მაგრამ არ იციან, რომ ეს არ მოხდება. სამართლიანობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ივანიშვილი ვერც სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალებით და იზოლატორის ნაცვლად გლდანის ციხეში გამოკეტვით შემაშინებს, ბრძოლას ბოლომდე მივიყვან.

- ლაშა ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, დღეს ვახო მეგრელიშვილის გადაცემა, "თავისუფალი ბაზარის", სტუმარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერ მოახერხე მოსვლა ვინაიდან იგი პოლიციას ჰყავდა დაკავებული.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.



კომენტარები