სიახლეები

485 Views
პოლიტიკა

კიბერ-შეტევა ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუქ გვერდზე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა. თავდაპირველად წაიშალა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაწერილი ყველა პოსტი. მოგვიანებით კი, თავად ფეიჯიც გაქრა.

ჯაფარიძე ამის შესახებ საკუთარი პირადი ფეისბუქის მეშვეობით წერს:

"ვერიფიცირებული გვერდი აღარ მაქვს ფბ-ზე.

ცოტა ხნის წინ გააქრეს.

მანამდე წვდომა ჩამიხსნეს.

მანამდე პოსტები წამიშალეს.

მანამდე ფბ-ის ქართულ აუდიტორიას დაუმალეს.

ვის შეიძლება აინტერესებდეს ამის კეთება?

უეჭველი ჩუკოტაევის ამბავი იქნება"

- წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ეს, მიმდინარე თვეში, ზურაბ ჯაფარიძის ფეიჯზე შეტევის მეორე მცდელობაა. კიბერ შეტევა რამდენიმე კვირის წინაც განხორციელდა, თავდაპირველად გვერდის ხილვადობა მხოლოდ საქართველოსთვის იყო შეზღუდული. ამჯერად გვერდი საერთოდ არ იძებნება.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები