სიახლეები

210 Views
პოლიტიკა

"ოპოზიციის მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს" - ნიკა ობოლაძე

"ჩვენი ამოცანაა, რომ დავამარცხოთ ივანიშვილი და ამის შემდეგ დანარჩენი ოპოზიცია საუბრობს, რა და როგორ უნდა იყოს ქვეყანაში.  ბევრი ვარიანტია, რა შეიძლება მოხდეს თუ დავამარცხებთ მას, მაგრამ მხოლოდ ერთი ვარიანტია, რა მოხდება თუ ივანიშვილი გაიმარჯვებს."

"გირჩის აზრში" მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ნიკა ობოლაძემ შეაფასა. მისი თქმით, თუკი ოპოზიციამ ვერ შეძლო ივანიშვილის დამარცხება, შუა აზიის ქვეყნების ბედს გავიზიარებთ, სადაც ყველაფერს ერთი ბატონ-პატრონი ჰყავს. ხოლო მისი დამარცხების შემთხვევაში, შანსი გაგვიჩნდება სწორ რელსებზე დავბრუნდეთ და მერე უკვე იმაზე უნდა იმსჯელოს ოპოზიციამ, რომელი რეფორმების გატარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი:

"ამ შემთხვევაში ველოდებით იმას, რომ დავამარცხოთ ივანიშვილი და შემდეგ უნდა იყოს უკეთესი ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური პარტიები ერთად ითანაცხოვრებენ და რეფორმებს გაატარებენ - საბჭოთა სისტემა უნდა დაიშალოს, ძალაუფლება არ  იყოს კონცენტრირებული, პროკურატურა უნდა იყოს დაშლილი და ჩემი აზრით უნდა იყოს რამდენიმე სახის პროკურატურა - ადამიანის უფლებების, ანტიკორუფციული, ჩვეულებრივი კრიმინალის პროკურატურა. შესაძლოა პარლამენტმა დანიშნოს პროკურორი განსაკუთრებულ საქმეებზე. შევამციროთ გადასახადების წნეხი და გადასახადების რაოდენობა, შესაძლებელია, რომ სისხლის სამართალში იყოს რეფორმა გატარებული და მოხდეს ისეთი დანაშაულების დეკრიმინალიზაცია, როგორიცაა ნარკოტიკული და ეკონომიკური დანაშაულები, მივიღოთ ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ა.შ." 

- ამბობს ობოლაძე "გირჩის აზრში".

როგორც ნიკა ობოლაძე აღნიშნავს, ფუნდამენტურ საკითხებზე ამჯერად ოპოზიცია შეთანხმებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი, მოცემულ სიტუაციაში, ის უნდა იყოს, რომ არ "გაუპრავოს" ივანიშვილს არჩევნები, თუკი იგი არ იქნება სამართლიანი. როგორც ობოლაძე ამბობს, თუ არასამართლიანი არჩევნები ჩატარდა, ივანიშვილმა რომც დაიწეროს გამარჯვება, ის ამას გადაყვება. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები