სიახლეები

125 Views
პოლიტიკა

"ოცნების" მმართველობის პირობებში მეორე პირი არ არსებობს - იაგო ხვიჩია

"ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მეორე პირი არ არსებობს. არსებობს პირველი და მერე მეათეს იქით, ანუ მეორედან ათამდე გამოტოვებულია ყველა. შეუძლებელია თქვა, რომ სიტყვაზე პირველი არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე არის არჩილ თალაკვაძე - არასერიოზულია. ან საერთოდ თუ მეორეს არჩილ თალაკვაძეს ამბობ, პირველი პრემიერ-მინისტრი უნდა თქვა ალბათ. დანომვრას აზრი არ აქვს, აქ არის ერთი და განუმეორებელი, დანარჩენს სახე არ აქვს, სახის გარეშე ახმოვანებენ იმას, რასაც პირველი ფიქრობს. ივანიშვილს ჰყავს ავატარები, რომლებიც წარმატებით ასრულებენ ამ როლს. არჩილ თალაკვაძე კი ამ როლის შესრულებაშიც წარუმატებელია."

იაგო ხვიჩიამ "გირჩის აზრში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პროპორციული არჩევნების პირობა, თავის დროზე ოპოზიციის დასაშოშმინებლად დაიდო, რომელიც მისმა პარტიის ლიდერმა საკუთარ თავზე აიღო. თალაკვაძის აზრით, ოპოზიციას დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდა და მათი მიზანი არა პროპორციული არჩევნები, არამედ ხელისუფლების გადატრიალება იყო .

როგორც ხვიჩიამ "გირჩის აზრში" აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" თუ უნდა, პროპორციული არჩევნები გაყიდოს, როგორც წყალობა, მაშინ რეალურად უნდა შეესრულებინა ეს დაპირება.

მოცემულ შემთხვევაში, ეს წყალობა კი აღარ არის, არამედ იმის გამოხატულება, რომ შეშფოთდნენ ხალხის პროტესტის გამო, მოუწიათ ამ პირობის დადება. როდესაც საფრთხემ გადაიარა და შეწყდა მიტინგები, ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა ხალხის გადაგდება.

იაგო ხვიჩიას თქმით, ამ ხელისუფლებას მაინც მოუწევს პროპროციული არჩევნების დადება, რადგან ეს მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა, თუ უნდათ, რომ დაჭერის ან ქვეყნიდან გაქცევის რისკი არ ემუქრებოდეთ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები