სიახლეები

668 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე ოპოზიციის შეხვედრაზე: საჯაროდ ლაპარაკი არის სწორი და აუცილებელი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ოპოზიციური პარტიების პირველ საჯარო შეხვედრასა და მის მიზანზე წერს.

"გუშინ ჩვენთან, ოფისში, გვქონდა ოპოზიციური პარტიების პირველი შეხვედრა

ამ და შემდეგი შეხვედრების მიზანია საჯარო მსჯელობა და ერთიან ხედვაზე შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ საბჭოთა მართლმსაჯულების + ძალოვანი + უსაფრთხოების სისტემები მას შემდეგ რაც ხელისუფლებას შევცვლით

შეხვედრაზე არ იყო რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი და მედიამ (მეტწილად სამთავრობო) ეს ფაქტი მიზანმიმართულად გააშუქა ისე თითქოს:

1. ეს არის ოპოზიციური ერთობის დაშლის ნიშანი.

2. ნაციონალური მოძრაობა არ ესწრებოდა იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ მე საჯაროდ დავწერე, რომ გრიგოლ ვაშაძესთან აღარ ვილაპარაკებ.

ამიტომ, მინდა განვმარტო:

1. ეს შეხვედრა იყო პირველი, ზოგადი შინაარსის, რომელზეც შევთანხმდით მუშაობის წესსა და ფორმაზე.

2. შეხვედრები გაგრძელდება და ყველა ჩართული პარტიის სურვილია, რომ ფორმატი იყოს რაც შეიძლება ფართო.

3. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვერ დაესწრო პირადი პრობლემების გამო, და ეს პრობლემა ბოლო მომენტში შეექმნა.

4. რამდენიმე პარტიასთან გვქონდა მისკომუნიკაცია - ჩვენი ბრალია (პირველად ვაკეთებთ ასეთ რამეს).

5. ეს ფორმატი არ არის და არც მომავალში იქნება ჩანაცვლების მცდელობა ლეიბორისტული პარტიის ოფისში არსებული საერთო საკონსულტაციო ფორმატის. იქ მეტწილად განვიხილავთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ფორმატს სხვა მიზანი აქვს.

6. რაც მეტი განსხვავებული სადიაკუსიო ფორმატი იქნება, მათ შორის საჯარო, მით უკეთესი ოპოზიციისთვის, ოპოზიციური ერთობისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის. ლაპარაკი არის სწორი და აუცილებელი.

7. ‘ერთობა იშლება’ ვისაც გიხარიათ, შეგიძლიათ, ჩამოკრათ, უფრო რეალური და სასიამოვნოა.

- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ გირჩი ოპოზიციურ პარტიებთან საკონსულტაციო რეჟიმშია ხელისუფლების ჩანაცვლების შემდგომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები