სიახლეები

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის პირველი ღია შეხვედრა "გირჩის" ოფისში

დღეს, ოპოზიციის სამუშაო ჯგუფმა "გირჩის" ოფისში პირველი მოსამზადებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრა "გირჩის" ფეიჯის მეშვეობით ლაივში გადიოდა და სისტემის დანგრევის მნიშვნელობას, ასევე ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ახალ წესრიგს ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციას ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, გაერთიანებულ ფორმატში, საჯაროდ აქამდე არასდროს უსაუბრია.

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი, პირველ რიგში, იმაზე თანხმდება, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა ივანიშვილის შემდეგ ხელისუფლებაში უნდა მოსვლა, არწმუნებდეს ამომრჩეველს, რომ კონცენტრირებული ძალაუფლება ნებისმიერი ადამიანის ხელში სახიფათოა და ყველა დებდეს არაორაზროვან პირობას სისტემის დაშლის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებასა და სისტემას შორის პირდაპირი კავშირი საბოლოოდ გაწყდეს.

- ამ მიმართულებით ოპოზიციურ ერთობაში კონსესუსი მიღწეულია.

შეხვედრას ესწრებოდნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ირაკლი კიკნაველიძე "ევროპული საქართველოდან".

ანზორ ბიწაძე - პარტია "ერთიანი საქართველოდან".

ლევან იოსელიანი - ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობიდან".

კახა კუკავა - ."თავისუფალი  საქართველოდან".

პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია. 

ანა კობახიძე და თამთა შამათავა პარტია "ახალი საქართველოდან".

ზურაბ ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია "გირჩიდან". ასევე საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი იუსტიციის სამინისტროდან, ჯაბა ებანოიძე.

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირებაში ასევე აქტიურად არიან ჩართული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მათმა წარმომადგენელმა დღეს ოჯახური პრობლემის გამო ვერ მოახერხა მოსვლა.

ოპოზიციის შეხვედრები ანალოგიურ, ღია ფორმატში კვლავ გაგრძელდება.

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები