სიახლეები

79 Views
პოლიტიკა

ეკა ბესელია: პროპორციული სისტემის მიღება ახალგაზრდების ბრძოლის დამსახურებაა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებას, სადაც ვაშაძემ 20 ივნისის მოვლენები და პროპორციული არჩევნების დადება, ნაც-მოძრაობის დამსახურებად დაასახელა, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმიანებიან. 

როგორც პარტია "სამართლიანობისთვის" წევრი ეკა ბესელია "გირჩის" ახალი ამბების სააგენტოსთან საუბრისას ამბობს, ვაშაძის ეს განცხადება არაკორექტულია. ბესელია თვლის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა 20 ივნისის მოვლენებისა და ახალგაზრდების ბრძოლის დამსახურებაა.

ივანიშვილმა ხალხს მისცა დაპირება, რომ მოხდებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც იმ ახალგაზრდების და აქტივისტების ბრძოლის დამსახურება იყო.

- ამბობს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქ სტატუსით გამოეხმაურა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ "ენმ-მ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს პროპორციული არჩევნების დაპირება"

როგორც ჯაფარიძე წერს, "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კომუნიკაციას გააგრძელებს, თუმცა გრიგოლ ვაშაძეს არაფერზე აღარ დაელაპარაკება. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები