სიახლეები

712 Views
პოლიტიკა

დიღმელაშვილი ვაშაძეზე: ეს ის კაცია, რომელიც აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოვუშვით

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადების კრიტიკას რუსთაველზე, თვეების განმავლობაში, მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი, შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

"გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო.

შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.

ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.

პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.

ძალიან არასწორ ეგოს შეეხო. "

დიღმელაშვილმა ზურაბ ჯაფარიძეს მადლობაც გადაუხადა:

მადლობა ზურაბ გირჩ ჯაფარიძეს უჯანსაღესი პოზიციისთვის. აქ ვიღაცებს ავიწყდებათ ამ კაცმა მარიხუანის მომხმარებლები პედოფილებს რომ შეადარა, რაც მისთვის არ გვიპატიებია. ეტყობა ორჯერ რომ გამარჯობა ვუთხარით, თავში აუვარდა.

- წერს დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქ სტატუსით გამოეხმაურა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ "ენმ-მ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს პროპორციული არჩევნების დაპირება"

როგორც ჯაფარიძე წერს, "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კომუნიკაციას გააგრძელებს, თუმცა გრიგოლ ვაშაძეს არაფერზე აღარ დაელაპარაკება. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები