სიახლეები

178 Views
პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არ გამოვა ყველაფერი ნაციონალებმა მიიწეროთ, რასაც ოპოზიცია აკეთებს ხალხთან ერთად

"სამოქალაქო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი გრიგოლ ვაშაძეს მისი გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ვაშაძემ ეკა კვესიტაძის ეთერში აღნიშნა, რომ პროპორციული არჩევნების მიღება ნაციონალური მოძრაობისა და მისი მხარდამჭერების დამსახურებაა.

"მინდა გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ 20 ივნისის საპროტესო აქციები ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული და მისი მხარდამჭერების მიერ მოწყობილი ყოფილა და თურმე პროპორციული არჩევნების მოპოვებაც მათი დამსახურებაა.

ასეთი რამის თქმა უბრალოდ სირცხვილია და შეურაცხყოფაა, როგორც ახალგაზრდების, რომლებიც ამ აქციას ედგნენ სათავეში, ისე პოლიტიკური სპექტრისა და საერთოდ მთელი საზოგადოების, ნაციონალების მხარდამჭერების გარდა.

როგორც ჩანს, თქვენ არაფრად მიგაჩნიათ ის ერთობა, რომლსაც ოპოზიციამ მიაღწია პროპორციული არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ, თორემ იმ ოპოზიციულ მაგიდაზე მსხდომ ხალხთან და პარტიების 90%-თან ჩვენ, "სამოქალაქო მოძრაობას" არაფერი საერთო არ გაგვაჩნია.

ასე არ გამოვა, ყველაფერი ნაციონალებმა მიიწეროთ რასაც მთელი ოპოზიცია აკეთებს ხალხთან ერთად.

პ.ს ისე.ისიც კარგად მახსოვს საპროტესტო აქციებზე გრიგოლ ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება, რომ ჩამოართვეს ახალგაზრდებმა და ნაციონალების სხვა წარმომადგენლებს როგორ უსტვენდნენ ქვემოდან.

პოლიტიკურ გაუმაძღრობას და ამპარტავნობას თუ არ მოთოკავთ დარჩებით ისევ თქვენი დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირეების ამარა იმ მაგიდაზეც."

- წერს იოსელიანი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები