ვირჯინიაში იარაღის ტარების უფლების მხარდამჭერ აქციას შერიფებიც შეუერთდნენ

ვირჯინიის შტატის დედაქალაქ რიჩმონდში იარაღის ტარებისა და შენახვის უფლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა Virginia Citizens Defense League იყო. დემონსტრანტები შტატში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე ახალი შეზღუდვების შემოღების წინააღმდეგ გამოდიან, რასაც ვირჯინიის გენერალური ასამბლეა გეგმავს.

აქციას სამართალდამცავებიც შეუერთდნენ. ვირჯინიის შტატის შერიფები აქციის მონაწილეების მხარეს დგანან.

გრეიზონის ოლქის შერიფის რიჩარდ ვაგანის წარმომადგენლები იარაღის ტარების კონტროლის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც განიხილებოდა ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოში.  ვაგანმა აღნიშნა, რომ თუ ეს ცვლილება ისე განახორციელეს, როგორც შემოთავაზებულია, ის არ აღსრულდება, რადგან არაკონსტიტუციურია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ შეერთებული შტატების და ვირჯინიის კონსტიტუციას.  ეს არის ის, რასაც გავაგრძელებთ მომავალშიც.  

- ამბობს შერიფი ვაგანი აქციაზე.

პოლიციის შეფასებით, აქციას ოცი  ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

ბევრი მათგანი იქ საკუთარი იარაღით მივიდა.

შეგახსენებთ, ამერიკის სხვადასხვა შტატში ადგილზე მოქალაქეების მიერ არჩეული შერიფები იცავენ ადამიანების უსაფრთხოებას და ისინი ანგარიშვალდებული  სწორედ თავიანთ ამომრჩეველთან არიან. "გირჩის" ინიციატივა საქართველოში ძალოვანი სტრუქტურის დაშლაზე, სწორედ ამგვარ არჩევითობის პრინციპს გულისხმობს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები