Breaking News: ლომინაძე აბორტის აკრძალვას, არსებულ რეალობაში, არ ითხოვს

"თავისუფალ ბაზარში" ვახო მეგრელიშვილი და გიორგი ლომინაძე შეთანხმდნენ, რომ დღეს საქართველოსა და მის მსგავს ქვეყნებში აბორტის აკრძალვა არის კატასტროფული პოლიტიკა, რომელიც ბევრად უფრო დიდ ზიანს მოიტანს - მეტი ადამიანი დაიღუპება, კორუფცია გაიზრდება, მეტი გინეკოლოგი გახდება კრიმინალი, პოლიცია შემოვა ჩვენს პირად ცხოვრებაში და.შ.

ლომინაძის თქმით, მთავარი მიზანი აბორტების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს, რაც მხოლოდ თავისუფალი და მდიდარი საზოგადოების პირობებშია შესაძლებელი. 

არსად არასდროს არ მითქვამს, რომ ხვალ ვკრძალავ აბორტს, უფრო მეტიც, ამ პირობებში რომ ეგ მოხდეს, უარეს შედეგს მივიღებთ. ხვალ რომ ეს მოხდეს, გახარია დაიწყებს ქალების დევნას სპონტანური აბორტების დროსაც კი. რაც კატასტროფა იქნება. შეუძლებელია ამ პოლიციას რამე დაავალო. აკრძალვას ვითხოვ, მაგრამ არა დღეს და აქ, არამედ მაშინ, როცა ის პოლიტიკა გატარდება, რომელიც მიგვიყვანს თავისუფალ საზოგადოებამდე. 

ჩვენ ხომ გვინდა, რომ ადამიანები გამდიდრდნენ, რომ პრივატიზაცია მოვახდინოთ, დერეგულაცია, გადასახადები შევამციროთ და ადამიანები, გამდიდრდნენ საბოლოო ჯამში.

- ამბობს ლომინაძე ვახო მეგრელიშვილის "თავისუფალი ბაზრის" ეთერში. 

მეგრელიშვილის თქმით, ლომინაძის ეს განცხადება, წინასაარჩევნოდ, "გირჩს" უამრავ დროსა და ენერგიას დააზოგვინებს, რადგან დაუმთავრებელი დისკუსიები აბორტის თემაზე დასრულდება და სხვა ბევრად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე გადავა პარტია.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" პორტალის ახალი პოლიტიკოსის, გიორგი ლომინაძის შეხედულებები აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, მუდმივი ცხარე დისკუსიის საგანი იყო, "გირჩი წევრების" ჯგუფში. დღევანდელ"თავისუფალი ბაზრის" ეთერში კი, ლომინაძემ განაცხადა, რომ ის აბორტის აკრძალვას, მოცემულ რეალობაში არ ითხოვს, რადგან შედეგები ბევრად უარესი იქნება.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები