93 Views

შესავალი ეკონომიკაში - მიკროეკონომიკა 1

მე მიყვარს ეკონომიკა. ეკონომიკის სწავლა 13 წლის ასაკში  დავიწყე  და დღემდე ვაგრძელებ, მან ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება და მსოფლმხედველობა. 
ამ დისციპლინის ძალა იმაშია, რომ საშუალებას გაძლევს შენ გარემო მოვლენები უკეთ გაიგო. 

შესაძლოა გაგიჩნდეს კითხვა, თუ რა სტიმულები მქონდა მე, ეკონომიკის სწავლისას?!.. დიდებული კითხვაა! რადგან ამით უკვე შეეხე ეკონომიკის უმთავრეს პრინციპს - სტიმულებს. მაგალითისთვის - რატომა ჯობია შენს მეზობლად რესტორანში მომსახურება საკაბელო ტელევიზიისას? რატომ ხდება, რომ იშვიათ ცხოველთა დაცვისთვის მიღებული კანონები ამავე ცხოველების გადაშენებას იწვევს ხოლმე. ან რატომ ხდება, რომ უზარმაზარი კომპანიები ხანდახან ემხრობიან კიდეც იმ რეგულაციების მიღებას, რომლებიც მათ ოპერირებას აძვირებს?
ამ კითხვებზე პასუხია - სტიმულები. 

შეიძლება ამ მაგალითით უფრო უკეთ ავხსნათ - 1787 წელს ბრიტანეთის მთავრობამ გემები დაიქირავა, რომლებსაც მსჯავრდებულები გადასახლებაში, ავსტრალიაში უნდა გადაეყვანათ. გემებზე საშინელი პირობები იყო. ერთ-ერთი მოგზაურობისას პატიმრების მესამედი დაიღუპა, ხოლო ვინც ცოცხლად ჩააღწია ადგილზე, ნაშიმშილები და ნაცემი იყო. საზოგადოება აღშფოთდა. გაზეთები გემებზე პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ და კაპიტნების ჰუმანურობას ეჭვ-ქვეშ აყენებდნენ და მთავრობამაც პატიმრების პირობების გაუმჯობესებისთის რეგულაციები მიიღო. სამწუხაროდ, ასეთმა მიდგომამ შედეგი არ გამოიღო, სიკვდილიანობა ძალიან მაღალი დარჩა. 
- შენ როგორც კარგი ეკონომისტი, როგორ მოაგვარებდი ამ პრობლემას?  -საბედნიეროდ იმ დროშიც იყო ერთი კარგი ეკონომისტი, რომელმაც შეძლო პრობლემის გადაჭრა - მთავრობა გემის კაპიტნებს მხოლოდ მაშინ გადაუხდიდა პატიმრის ტრანსპორტირებაში ფულს, თუ ეს პატიმარი ავსტრალიაში ცოცხალი ჩააღწევდა. კაპიტნების მოტივაცია მყისიერად შეიცვალა და პატიმრების გადარჩენის პროცენტი 99-მდე გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკამ უკეთ იმუშავა, ვიდრე კეთილმა გულებმა. 
ჰოდა, თქვენ რა სტიმულის გამო სწავლობთ ეკონომიკას?
როდესაც ხალხი იგებს, რომ ვარ ეკონომისტი მეკითხება, თუ როგორ განკარგონ თავიანთი ფული. მართალია ეკონომიკას შეუძლია დაგეხმაროს და გითხრას, თუ სად დააბანდო ფული, მაგრამ რეალურად, ეკონომიკა ბევრად დიდი მასშტაბისაა. ის სწავლობს ადამიანის მოქმედებებს, სწავლობს თუ როგორ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას და როგორ უნდა იღებდეს მას. ეკონომიკა შენც დაგეხმარება გადაწყვეტილებებში. მაგალითისთვის, თუ რომელ პროფესიას შეეჭიდო, როგორ აღზარდო ბავშვი და რამდენი ინვესტიციაა განათლებაში კარგი. ჯამში, ეკონომიკა უკეთ გაგაგებინებს ჩვენ გარშემო მოვლენებს. ეკონომიკა შეიძლება ძნელიც იყოს, ტვინის გადამზადება და ცხოვრებისთვის სხვანაირად შეხედვა არასოდესაა ადვილი, მაგრამ ჯილდოდ, თქვენ შეხედავთ ცოვრებას ნათლად, თითქოს ახალი თვალებით. მოკლედ, მზად ხართ დასაწყებად?!
 



კომენტარები