54 Views
პოლიტიკა

ბესელია: ტროლები და ბოტები გაუქმდა ახლა მათ როლში კილაძეა

უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია კორუფციაში მის დადანაშაულებაზე, სოფო კილაძესა და გია აბაშიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ისინი ქართული ოცნების "ტროლების როლში" არიან.

ბესელიას თქმით, როდესაც სოფო კილაძემ მის წინააღმდეგ საუბარი უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა და უთხრა, რომ "სისულელეებს" ლაპარაკობდა.

ბიძინა ივანიშვილმა იმ სხდომაზე მარტო კი არ გააჩერა და უთხრა სისულელეებს ლაპარაკობო, თავისმა კოლეგებმაც დასცინეს. უთხრეს, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ნარატივი. რა ნარატივითაც ისინი საუბრობდნენ წლების განმავლობაში, ზუსტად იმ სიტყვებით დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკი და არც კი დააცადეს საუბარი. როდესაც აღარ არის: ტროლები, ბოტები, გაუქმდა ყალბი გვერდები, ახლა მათ როლში გამოჩნდნენ: აბაშიძეები, კილაძეები... ეს არის ახლა მათი ახალი როლი, რომ შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც ამ გაუქმებული ყალბი გვერდების შემდეგ შეექმნა ქართულ ოცნებას

- განაცხადა ეკე ბესელიამ. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები