სიახლეები

123 Views
პოლიტიკა

იალოვიცი: საქართველოში მესიების როლი უნდა დამთავრდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩებმა, საქართველოში, კენეტ იალოვიცმა და უილიამ კორტნიმ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასეს.

საქართველოში მესიების როლი უნდა დამთავრდეს

- განაცხადა კენეტ იალოვიცმა "ამერიკის ხმის“ ეთერში.

მისი თქმით, მესიების დაბადება საქართველოს პოლიტიკური სისტემის შედეგია და საქართველოს შიდა საქმეა, თუმცა მას აწუხებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩეული ოფიციალური პირი არ არის, მაგრამ ნათელია, რომ ის არის მთავარი ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს.

ჩვენ გვესმის, რომ ის არის მთავარი ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს. პრემიერ-მინისტრები მიდიან და მოდიან და ვერ გაიგებ რატომ, თანაც ისინი, ძირითადად, ბატონ ივანიშვილთან არიან დაკავშირებული

უილიამ კორტნის აზრით კი, ქვეყანამ უნდა შეძლოს, ეკონომიკაზე სახელმწიფოს გავლენის შემცირება და კერძო სექტორისა და ინვესტიციებისთვის მეტი თავისუფლების მიცემა.

საქართველოში, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე ბულგარეთში, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. საქართველომ ბევრი უნდა იფიქროს, როგორ მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები და როგორ გაზარდოს ეკონომიკა. ქვეყანამ უნდა შეძლოს ეკონომიკაზე სახელმწიფოს გავლენის შემცირება და კერძო სექტორს მისცეს ეკონომიკის განვითარების საშუალება

- აცხადებს კორტნი.

ელჩებმა ასევე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ თუ საქართველოს სურს სწორი მიმართულებით განვითარება, დემოკრატიის გაძლიერება და დასავლეთთან უფრო ახლო ინტეგრაცია, უკუსვლა არ უნდა ჰქონდეს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები