სიახლეები

250 Views
პოლიტიკა

ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე - როცა ადამიანი კანონს არღვევს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ექიმისთვის „სასჯელის სახით ერთი წელი და 9 თვის მისჯა, ადეკვატური ზომაა“.

მე ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მკაცრი ან სასტიკი. პირმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს, როცა ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, ეს დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სამწუხაროა, არის ის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება.

- განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის განცხადებით, დასავლელი და ქართველი პოლიტიკოსები ქართველი მხარის მიერ საერთაშორისო სასამართლის ნორმების დარღვევაზე არ რეაგირებენ და ამ კონტექსტში ე.წ. საზღვართან პოსტის განთავსებაზე საუბრობს.

„საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ, ყველანაირი სამართლის ნორმების დარღვევით განათავსა პოსტი საზღვარზე, ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მაშინ როცა ადამიანი გამიზნულად მიდის დანაშაულზე, ამ ფაქტისგან პოლიტიკას აკეთებენ“

- განაცხადა ბიბილოვმა.

აღნიშნული განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე დე-ფაქტო პრეზიდენტის პირველი ოფიციალური კომენტარია.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები