სიახლეები

1470 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ელისაშვილი გულწრფელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს

ელისაშვილთან რა შეხვედრებიც გვქონდა, შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ეს ხალხიც გულწრფელად მოძრაობს. 

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე"თავისუფალი ბაზრის" ეთერში.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისი აზრით, ელისაშვილი გულწრფელია და არ ეტყობა, რომ მას აინტერესებდეს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი.

რაღაცების მართლა სჯერათ, შეიძლება ნაფიქრი არ ჰქონდეთ იმაზე, რაზეც ჩვენ გვაქვს ნაფიქრი, თუმცა რაღაც თვალსაზრისით გულწრფელი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან საუბრისას, "გირჩმა" ყველაზე გულწრფელი შეფასება სწორედ ელისაშვილისგან მიიღო, რაც მისი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანია მომავალი ურთიერთობისთვის.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები