სიახლეები

216 Views
პოლიტიკა

ცხადია, რომ Facebook ასეთ განცხადებას ჰაერზე არ გააკეთებდა - საბო ბოტების ხელისუფლებასთან კავშირზე

დღე-ნახევარი საერთოდ ხმას არ იღებდნენ, ფიქრობდნენ რა ეთქვათ და ბოლოს მაინც გამოვიდნენ და ნაციონალების ბრალია ყველაფერიო.

ჰერმან საბომ "გირჩის აზრში" Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბოტებისა და "ფეიქ ექაუნთების" გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით,  ფეისბუქი ასეთ სერიოზულ განაცხადს, ინფორმაციის მრავალჯერ გადამოწმების გარეშე, არ გააკეთებდა:

"ფეისბუქი სერიოზული მონიტორინგისა და წნეხის ქვეშ არსებობს ბოლო წლებია, განსაკუთრებით ამერიკაში და დარწმუნებული ვარ ძალიან ფრთხილები არიან თავიანთ ნებისმიერ განცხადებასა და ფოლისის შემუშავებაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მილიონჯერ დაფიქრდნენ და კარგად გამოიკვლიეს, მანამ დაწერდნენ, რომ ეს "ფეიქ" გვერდები საქართველოს მთავრობასთან იყვნენ კავშირში, მითუმეტეს, რომ ფეისბუქს შიდა სისტემური წვდომა აქვს, რა ბარათებია მიბმული ამა თუ იმ ჯგუფებზე, საიდან იბუსტება, ვინ არის ადმინი და ა.შ. ალბათ მთავრობაში ჰყავდათ რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი, ვინც რეკლამაზე უშვებდა სხვადასხვა პოსტებს, რომელთა ბარათებსაც იყენებდნენ დაბუსტვისას. "

- ამბობს ჰერმანი "გირჩის აზრის" ეთერში.

როგორც საბო აღნიშნავს, რეალურად, რთული სათქმელია, რამდენი ექაუნთი ან ჯგუფი გააუქმეს, რადგან რა მასშტაბზეა საუბარი, არ ვიცით.

გადაცემაში ჯგუფი "პანდას" ამ პროცესებთან კავშირზეც ისაუბრეს. ფეისბუქი წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, შეძლეს და გამოარკვიეს, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან.

საბოს თქმით, ჯგუფი "პანდას" კომუნიკაციის ფორმა, რომელიც მერე გადაკეთდა სარეკლამო სააგენტოდ, ის იყო, რომ "სხვა სააგენტოები ბანძები არიან და ჩვენ ვართ მაგრები" და გაუგებარია რისი დამტკიცება უნდათ, იმით, რომ "მთავარს" ან "ფორმულას" მათთან თანამშრომლობა უნდოდათ:

"საბოლოო ჯამში, შენ თუ კრეატიული და წარმატებული კომპანიის სახელი გაქვს, რა თქმა უნდა, ბევრი დაინტერესებული მხარე მოვა და თანამშრომლობას შემოგთავაზებს, თუ რამე ინფორმაცია აქვთ, რომ თუნდაც ფორმულა ან მთავარი არხი, რამე ტყუილებზე აგებულ კამპანიას სთავაზობდა, მაშინ დადონ ეს ფაქტები და მორალურ მხარეს გამოაცლიან ნაციონალების მხარეს, მაგრამ ახლა გუშინდელი მათი კომუნიკაცია იყო, მთლიანად თავის "გაპრავების" მცდელობა - დღენახევარი რომ ფიქრობდნენ, რა ექნათ, იქნებ გავატაროთ ჩაიფარცხოს, მაგრამ მერე ალბათ მთავრობისგან იყო მოთხოვნა, რომ "გააპრავეთ" და თქვით რამეო. ფაქტია, რომ ფეისბუქი ასეთ განცხადებას ჰაერზე არ გააკეთებდა." 

- ამბობს ჰერმან საბო "გირჩის აზრის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები