დიდი ბრიტანეთის ელჩი ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმითი, ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას დაუშვებლად მიიჩნევს და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებთ სმითი საკუთარ Twitter-ის გვერდზე ქართულად და ინგლისურად წერს.
ამ რთულ დროს, ჩემი მხარდაჭერა ექ. გაფრინდაშვილს და მის ოჯახს. ექიმების გამომწყვდევა, როდესაც ისინი პაციენტებს სჭირდებათ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა, იგი დაუყონებლივ უნდა გაანთავისუფლონ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ავტორი: ანა ჩიქოვანი