ჯაფარიძე: მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება სისტემის ძირეულ პრობლემებს ვერ გადაჭრის

სისტემა ახერხებს იმას, რომ ყველაფერი დავიდეს, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებამდე. პოლიტიკური ხელმძღვანელების ცვლილება აჩენს მოსახლეობაში განცდას , რომ თითქოს ეხლა ახალი მთავრობა თუ გეყოლება, ახალი პოლიტიკური ძალა თუ მოვა ხელისუფლებაში, ამის შედეგი ავტომატურად დადგება ის, რომ სისტემა შეიცვლება. მაგრამ თუ რამეს გვასწავლის ჩვენი ისტორია, გვასწავლის იმას, რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სინამდვილეში ეგრე არ ხდება. ვიღაცები შეიძლება არ მოდიოდნენ მაგ მოტივით და უნდოდეთ ამ სისტემის დამორჩილება, ვიღაცებს შეიძლება მართლა, გულწრფელად, მისი შეცვლა უნდოდეთ,  მაგრამ შედეგად ის მივიღეთ, რომ სისტემამ ყოველ ჯერზე გაიმარჯვა. საბოლოო ჯამში, ეგ სისტემა ხდება ყველა ხელისუფლების დასაყრდენი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება - ეს ხდება ახლა ივანიშვილის დროს, ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს და ხდებოდა შევარდნაძის დროსაც.ეს სისტემა ასე მუშაობდა საბჭოთა დროსაც.

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის აზრის" ეთერში. მისი თქმით, პრობლემა იმის გააზრებაა, რომ ხელისუფლების ცვლილება არ ნიშნავს ავტომატურად მდგომარეობის გაუმჯობესებას და სისტემის ძირეული დაშლა და გარდაქმნაა საჭირო, თემა, რაზეც უკვე არაერთხელ უსაუბრია "გირჩს".

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები