1438 Views
მეტი თავისუფლება

მთავრობა ინტერნეტის რეგულირებასაც ცდილობს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC)  რეგულაციებით, კომპანია "სილქნეტის" აბონენტებს, რამდენიმე ათეულობით საიტზე წვდომა შეეზღუდათ. 

მარეგულირებელში აცხადებენ, რომ კომპანია „სილქნეტმა“ მათ გაუგზავნა დაახლოებით 100-მდე ვებგვერდის ჩამონათვალი, სადაც „არალეგალური და მოპარული კონტენტია განთავსებული“, — ის ფილმები და სერიალები, რომლებიც „სილქნეტს“ ნაყიდი აქვს. მათი თქმით, არალეგალური და მოპარული კონტენტის (ინტელექტუალური საკუთრების) გავრცელების აღმოფხვრის მიზნით, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს ყველა დაინტერესებულ პირთან და ორგანიზაციასთან ერთად.

კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურეობის მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის საფუძველზე მიმართა ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს და აცნობა, რომ აღნიშნულ ვებგვერდებზე განთავსებულია არალეგალური კონტენტი და შესაბამისი ზომების მიღება მოსთხოვა.

- აცხადებენ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ,  ეს შეზღუდვა ტორენტ-საიტებზე, არა მხოლოდ "სილქნეტს", სხვა პროვაიდერებსაც შეეხება.

კრეატიული სააგენტო "ვაფლის" (Waffle) თანადამფუძნებელმა, ამირან ტორონჯაძემ, ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეო ტუტორიალი, რომელშიც დეტალურად ხსნის, როგორ განვბლოკოთ ან როგორ დავიცვათ თავი, მომავალში, საიტების დაბლოკვისგან.

ინტერნეტი თავისუფალი სივრცე უნდა იყოს და ამაზე თანხმდება მთელი ცივილიზებული სამყარო, რადგან თავისუფალი ინტერნეტი განვითარებისა და შემეცნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამ რეგულაციებით ვერაფერს მიაღწევენ!

- ამბობს ამირან ტორონჯაძე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები