სიახლეები

270 Views
საკუთრება

"ამოსავალი პრინციპი ქონების კერძო მფლობელების ხელში გადასვლა უნდა იყოს" - გიორგი პაპავა

ცალსახად ვიზიარებ იმას, რომ რაც უფრო მეტი საკუთრება იქნება კერძო მფლობელის ხელში, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ეს საკუთრება, ადამიანებს შორის გაცვლით, მოხვდეს ისეთ ხელში ,რომელიც მიიღებს მეტ ეკონომიკურ სარგებელს ამ ქონებიდან.

"გირჩის აზრში" საკუთრების პროექტზე, ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ისაუბრა. მისი თქმით, რა ხარვეზებიც არ უნდა ახლდეს ამ პროექტის დაწყებას, ქონების სამართლიანად გადანაწილებას და ა.შ. მთავარი, ამოსავალი პრინციპი მისი მალე განხორციელება და ადამიანებისთვის ქონების დაბრუნება უნდა იყოს.

"ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების უდიდესი ნაწილის, კერძო მფლობელების ხელში გადასვლა, რათა კერძო სექტორმა შეძლოს მისი უფრო ეფექტურად გამოყენება. შეიძლება ჩვენ გვაინტერესებდეს და ვდარდობდეთ, ვის ხელში უნდა აღმოჩნდეს და ა.შ. მაგრამ რაც უფრო დიდხანს ვიდარდებთ, გვექნება ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს დღეს - მიწების დიდი ნაწილი რეგისტრირებული არ არის. ადამიანს აქვს  მიწა, რომელსაც მოიხმარს და ვერ იყენებს მაქსიმალურად ეფექტურად, იმიტომ, რომ მის საკუთრებაში არ არის. შესაბამისად, ამითი გარკვეული ეკონომიკური დოვლათი აღარ იქმნება ქვეყანაში. რა ხარვეზებიც არ უნდა ახლდეს ამ პროცესს, ნებისმიერ შემთხვევაში ეს გასაკეთებელია."

განაცხადა გიორგი პაპავამ "გირჩის აზრის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები