სიახლეები

იაგო ხვიჩია: მინდა, ამ ქვეყანაში, ადამიანის მიერ არჩეული შერიფები ვნახო

სისტემას აქვს თავისი ჟანრის კანონი, ჟანრის კანონის მიხედვით სისტემას ხელმძღვანელად სჭირდება მისი აზრით ყველაზე ძლიერი

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, რადიო „პალიტრას“ ეთერში სისტემაზე და მისი დანგრევის გზებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სისტემა თვითონ ჭამს საკუთარ შვილებს, შემდეგ ავტომატურად გადადის ახალი ლიდერის ძიების რეჟიმზე, რომელსაც დაეყრდნობა. ხვიჩიას თქმით, სწორედ ასე იქცევა სისტემა უკანასკნელი 100 წელია -"სისტემა ჭამს ახალ-ახალ იმედებს, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება."

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს აქვს განცდა, რომ თავად მართავს სისტემას, თუმცა რეალურად ის კი არ მართავს ამ სისტემას, არამედ თავად იმართება ისე, როგორც სისტემას სურს.

რაც შეეხება სისტემის დაშლას, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სისტემა ცენტრალიზებულია ბოლომდე და ყველა ინსტიტუტი, მათ შორის, პროკურატურა, პოლიცია და სასამართლოც, ემორჩილება ერთი კაცის ნებას და ამის დასაშლელად საჭიროა სისტემის დეცენტრალიზება, რისი საუკეთესო გზაც, არჩევითობაა. 

მე რისიც მჯერა, ეს არის არჩევითობა, ამერიკული გზა, ყველაფერს ვირჩევთ, პოლიციის უფროსს ვირჩევთ, შერიფებს ვირჩევთ და მე მინდა, ამ ქვეყანაში, ადამიანის მიერ არჩეული პოლიციის შერიფები ვნახო

- აცხადებს იაგო ხვიჩია.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები