პოლიციას საკუთარი როლი და ფუნქცია არ აქვს გააზრებული - ვახო მეგრელიშვილი

ბიუროკრატიის ერთ-ერთი მიზანი თავად მისი არსებობს შენარჩუნებაა. იგონებს ახალ-ახალ რაღაცებს, მეტა ორგანიზმივით არის და თვითგადარჩენისკენ არის მიმართული მისი პრაქტიკულად ყველა მოქმედება. 

- ამბობს ჰერმან საბო "თავისუფალი ბაზრის" ეთერში.

როგორც საბო აღნიშნავს, მსჯელობის საგანია ის, თუ რა შეიძლება იყოს საპოლიციო სისტემის ასეთ მონსტრად გარდაქმნის საფუძველი. მათ შორის, ისიც, რომ მთავრობას კარგი სტატისტიკა ჭირდებოდეს სახის შენარჩუნებისთვის, იმისთვის რომ საკუთარი სიძლიერე გვაჩვენოს.

ვახო მეგრელიშვილის თქმით, ამ თემაზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ თავად პოლიციას არ აქვს საკუთარი ფუნქცია გააზრებული და მოქმედებს აბსოლუტურად ერთნაირად, ნებისმიერ განსხვავებულ სიტუაციაში:

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ ორგანიზაციას საკუთარი ფუნქცია არ აქვს წარმოდგენილი ადეკვატურად. რასაც უნდა ფიქრობდნენ იმას კი არ აკეთებენ, სულ სხვა სტიმულებით იმართებიან. სტატისტიკა შეიძლება იყოს ერთი სტიმული, მეორე სტიმული ის, რომ შიგნით სრული ცენტრალიზაციაა. სულ ერთი და იმავე წესით უნდა იმუშავონ ნებისმიერ განსხვავებულ სიტუაციაში, რაც რეალურ ცხოვრებაში, ფიზიკურად შეუძლებელია. გასამხედროვებული სისტემაა, ისეთი წესრიგით, რომლის დაცვა შეუძლებელია. შედეგები ხომ ვიცით როგორი არაადამიანური აქვს. თუკი პრობლემას გვინდა მოვუაროთ, თავად პრობლემა უნდა გვესმოდეს კარგად.

- ამბობს მეგრელიშვილი "თავისუფალ ბაზარში". 



კომენტარები