სიახლეები

"ამ სისტემის დედაც" - შსს-თან, 19 საათზე, აქცია გაიმართება

"ამ სისტემის დედაც" — დღეს, 18 დეკემბერს 19 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში". მათი განცხადებით, შსს-ს შენობასთან დღეს მდუმარე აქციას გამართავენ.

"პოლიცია, რომელიც წესით მოქალაქეებს უნდა იცავდეს, ძალადობს ადამიანებზე. ლუკა სირაძე სისტემის პირველი მსხვერპლი არ არის — დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ დადეშელი, ლევან აბზიანიძე და სხვები — პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. იცვლებიან მთავრობები და შს მინისტრები, სისტემა კი უცვლელად უგულო და ბოროტი რჩება. შს სამინისტროსთან, გამჭვირვალე შენობასთან, რომელიც სისტემის დანაშაულებების დაფარვას მაინც ახერხებს — ჩვენ, მოქალაქეები შევიკრიბებით მდუმარედ. ამ ცხოვრების დედაც, ამ სისტემის დედაც, რომელიც 15 წლის ბავშვს ვერ იცავს."

ვკითხულობთ ორგანიზატორების განცხადებაში.

15 წლის მოზარდი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები