სიახლეები

"ქართული ოცნების" დემონსტრაციის შესახებ

ბევრ ადამიანს მოუყარა "ოცნებამ" გუშინ თავი. მიუხედავად ამ "დამთრგუნველი" (მიზანი ხომ ეს იყო) სიმრავლისა, ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო:

"ქართული ოცნება" დამთავრებულია...

თუ არჩევნებამდე მიაღწია, წააგებს, მინიმუმ უმრავლესობას დაკარგავს! 

და კიდევ: მანდ შეკრებილი ადამიანების დიდი ნაწილი, ჩვეულებრივი პრინციპებისგან დაცლილი მედროვეა. ბევრიც ისეთი ბნელი და უსწავლელი, რომ თუ არა "ოცნების" ხელისუფლება, ვერასოდეს საჯარო სამსახურში ვერ მოხვდებოდა, იცის ეს და "ერთგულებს" ბელადს, მაგრამ როგორც დათა იტყოდა ფულის (ხელფასის) გულისთვის თავს ხიფათში არ ჩაიგდებს, ასეთი ჯიშისაა ხიფათი არ უყვარს! ბევრიც ძველი, ჩამპალი სტალინელია, მობუყბუყე საბჭოთა ჭაობში ჩარჩენილი. ეს, მაგათი "დამსახურებაა"  მათი და ჩვენი შვილები უცხოეთში რომ გარბიან თავის გადასარჩენად! ამ ხალხს სამართებელივით უჭირავს ხელში საარჩევნო ბიულეტენი და თავიანთი "კარტოფილზე" გაყიდული არჩევანით ყელს ჭრიან ძირს და მომავალს! მანდ შეკრებილ "თავისუფლების უბოროტეს მტრებს, მაძღარ და კმაყოფილ მონებს"  იდეისთვის, სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის გულანთებული თუნდაც ერთი ადამიანი გადასწონის!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები