სიახლეები

365 Views
პოლიტიკა

20/30-იანელები: ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი 2030 წლამდე არის ბიძინა ივანიშვილი!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის, განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი სხვადასხვა გარემოების გამო, 2020 წლის შემდეგ, 2024 წლამდე საჭირო გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადა  მხოლოდ 2024 წლამდე განისაზღვრება, მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"ჩვენ, 20/30-იანელები, ვემიჯნებით მამუკა მდინარაძის განცხადებას და მიგვაჩნია, რომ ის ბერაია-ხუნდაძის კლანის გავლენით არის ნაკარნახევი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი სერიოზულად განხილვაც კი.

ეს არის გაგრძელება იმ მტრული და მზაკვრული განზრახვისა, რის გამოც ჩავარდა ბატონი ბიძინას ინიციატივა და რის გამოც ბატონ ბიძინას სამყაროს წინაშე შერჩა გადამგდების და მატყუარას სახელი.

ჩვენ, 20/30 იანელები, ვთვლით რომ თუ არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების რესურსი, იქ უნდა ჩაიწეროს, რომ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი 2030 წლამდე არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ დრომდე გამოცხადდეს მორატორიუმი ყოველგვარ არჩევნებსა თუ რეფერენდუმზე" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თუ გინდათ, რომ დააფინანსოთ 20/30-იანელების აქტივობები, გადადით დაფინანსების გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და დააფინანსეთ ისინი.

20/30-იანელებისთვის თანხის გადარიცხვით, თქვენ ავტომატურად დაგერიცხებათ გირჩის ციფრული ვალუტა GED.
 

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები