სიახლეები

ბესელია: ეს იყო ჩემი ბოლო სხდომა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შემდეგ იურიდიულ კომიტეტს ტოვებს.

რადგან იურიდიული კომიტეტი გახდა კლანის გამტარი, ეს იყო ჩემი ბოლო სხდომა. ველოდებოდი კენჭისყრას და ვეცადე ბოლომდე გამომეყენებინა ჩემი შანსი

- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, საპასუხო სილას „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხისგან მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში, მმართველმა ძალამ, უზენაესი სასამართლოს  14 კანდიდატი უვადოდ დანიშნა. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

 

კომენტარები