სიახლეები

მმართველმა გუნდმა 14 კანდიდატი სასამართლოში უვადოდ დანიშნა

საქართველოს პარლამენტში, მმართველმა ძალამ, უზენაესი სასამართლოს  14 კანდიდატი უვადოდ დანიშნა. 

დამტკიცებულ 14 კანდიდატთა შორის არიან: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე,გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და სულხან ცინცაძე.

რაც შეეხება თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს და გოჩა ჯეირანაშვილს, “ქართულმა ოცნებამ” დაიწუნა ისინი და უვადო მოსამართლეებად არ დაამტკიცა.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები