107 Views
პოლიტიკა

ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის მანდატი ჩამოერთვა

88 მომხრე, 0 წინააღმდეგი.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა.

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სასამართლომ 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა. მელიას სახდელი დაეკისრა.

შეგახსენებთ,რომ ამავე საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ სრულად გაამტყუნდა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოო განაჩენით, ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა. 

საქმე ეხება 2012 წლის დეკემბერში შსს-ს მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ორგანიზებულ- დანაშაულებრივ სქემაში სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შსს-ს მტკიცებით, მელიას და ადეიშვილის გეგმით ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუპოლიტიკური ანგარიშსწორების გამო უნდა გაკოტრებულიყო. მაშინ ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.



კომენტარები